შემოსავლების სამსახურმა ფიქსირებული გადასახადისოდენობა მცირე ავტო სახელოსნოებისთვისაც განსაზღვრა. დასაბეგრი საქმიანობის სახეს წარმოადგენს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი და აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართზე გაწეული სხვა მომსახურება. გადასახადის განაკვეთიერთი ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილ სამუშაო ადგილზე 100 ლარია.იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისთვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი - ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართზე - გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა.
ფიქსირებული გადასახადი სამი თვის წინ ამოქმედდა და 50 ლარით განისაზღვრა გადასახადის განაკვეთები თონეებისა და სალონებისთვის. გადასახადის ალტერნატიული ფორმა საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედებს და უკვე 1093 სერთიფიკატია გაცემული იმ მეწარმეებზე, რომლებიც ფიქსირებული გადასახადით სარგებლობენ.
ფიქსირებული გადასახადით ის მცირე მეწარმეები სარგებლებენ, რომლებიც ეწევიან არა იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების მომსახურებას. მათ არ სჭირდებათ იურიდიული პირებისათვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ანგარიშფაქტურის გამოწერა. გადასახადის ასეთი ფორმის არჩევის შემთხვევაში, ამ კატეგორიის მეწარმეებს ეხსნებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება. ისინი იბეგრებიან კონკრეტული განაკვეთით თვეში ან კვარტალში.
ალტერნატიული გადახდის მოდელით სარგებლობენ ისეთი საწარმოები, როგორიცაა მცირე საპარიკმახერო, მცირე პურის საცხობი, ასევე ავტომობილების მცირე სახელოსნო.
ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლა ნებაყოფლობითია და თავად მეწარმეს აქვს არჩევანის საშუალება. გადასახადის განაკვეთის ოდენობა კი კონკრეტული სფეროების მიხედვით ეტაპობრივად დადგინდება.