გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ოლანდმა France 2- ის ეთერში განაცხადა.
ოლანდმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების - რუსეთისა და ჩინეთის თანხმობა.
თუმცა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც "სავალდებულო არაა იყოს საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტა".
"ამიტომაც, დღეიდან, აუცილებელია ზეწოლა, რათა გავყაროთ ბაშარ ასადის რეჟიმი ჩვენ გვჭირდება სხვა გადაწყვეტილება. ივნისის დასაწყისში სირიის მეგობართა კონფერენციას მოვიწვევ", - განაცხადა ოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით სირიაში მიმდინარე დაპირისპირების დროს დაღუპულია ათი ათასზე მეტი ადამიანი.
რუსეთმა და ჩინეთმა ორჯერ ვეტო დაადეს სირიის საკითხზე გარეოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.