დღეს, 30 მაისს, 11:00 საათიდან, უნივესიტეტის ბიბლიოთკაში (მაღლივი კორპუსი), თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის "20/12" ფარგლებში, მეხუთე ფილმის - "რიგის" გადაღება დაიწყება.
ფილმის რეჟისორია ანა ციმინტია, სცენარისტი - ანასტასია პატარიძე. სცენარი ზურაბ ქარუმიძის ნოველის მიხედვით შეიქმნა: ფილმის მთავარი პერსონაჟი ორ თვეს ეძებს საბერძნეთიდან გამოგზავნილ ამანათს და ივნისის ცხელ დღეს ფოსტის გრძელ რიგში აღმოჩნდება დანარჩენ ორმოც მოქალაქესთან ერთად.
ფილმის გადაღება თიბისი ბანკის კინოპროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. გადაღების პროცესს ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ხელმძღვანელობს.
12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კინემატოგრაფისტები გადაიღებენ, წლის ბოლოს ერთ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად შეიკვრება და მას მაყურებელი 17 დეკემბერს, თიბისი ბანკის იუბილეზე, იხილავს.