რიგაში დღეს საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და საერთო ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მისი გამოცდილების გაზიარება ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ანდრის ბერზინშმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ქვეყანას სრული თანადგომა გამოუცხადა.
დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკების დასრულებისთანავე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თნამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
სასახლეში გამართული შეხვედრა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა - ლატვიის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, სამი ვარსკვლავის ორდენი გადასცა.