ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩინური ფილმის "ერთად ცალ-ცალკე" (თუან Yუან) მსოფლიო პრემიერით გაიხნება. აღნიშნული ფილმი მონაწილეობს საკონკურსო პროგრამაშიც. ფილმის ჩვენება 11 თებერვალს ბერლინალე-პალასში გაიმართება.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კულტურის მინისტრი ბერნდ ნოიმანი, მმართველი ბურგომისტრი კლაუს ვოვერაიტი, ჟიურის პრეზიდენტი ვერნერ ჰერცოგი და ბერლინალეს დირექტორი დიტერ კოსსლიკი.
მიმდინარე წლის საზეიმო ცერემონიალის წამყვანი იქნება მსახიობი, რეჟისორი და სცენარიტი ანკე ენგელკე.
"ერთად ცალ-ცალკე" რეჟისორ ვან ჩუანანიას ბოლო ფილმია. იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეჟიორია ჩინელი რეჟიორების ახალგაზრდა თაობას შორის. 2007 წელს მან მიიღო ბერლინალეს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა ფილმით "ტუის ქორწილი", რომელმაც მას "ოქროს დათვი" მოუტანა.
"ერთად ცალ-ცალკე" დიდი სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც გახლეჩილი ქვეყნის ფონზე ვითარდება. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა ჯარისკასცმა ლიუ იაშენმა შანხაი მიატოვა და ტაივანში გადაბარგდა, რათა მაო ძე-დუნის არმიას გაჰქცეოდა. თავისი ცხოვრების სიყვარული დიდი ხანია არ უნახავს. ხანგრძლივი დაშორების შემდეგ მომხდარი შეხვედრა მიძინებულ გრძნობებს აღვიძებს. ფილმში მონაწილეობენ ლუ იანი, ლინ ფენი, სუი ცაი გენი და მო სიაოძი.
მსოფლიო პრემიერის შემდეგ, საკონკურსო პროგრამის ფარგლებში ეს ფილმი კიდევ ერთხელ იქნება ნაჩვენები 17 თებერვალს "კულინარიული კინოს" სექციაში.
დაჯილდოების ცერემონიალზე, 20 თებერვალს, ნაჩვენები იქნება რეჟისორ ეძი იამადას ფილმი "მისი ძმის შესახებ", რომელიც კონკურსის დახურვის ოფიციალურ ფილმადაა დაწესებული. ეს იაპონელი რეჟისორის ბოლო ნამუშევარია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ექვსჯერ ესწრებოდა ბერლინალეს სტუმრის სტატუსით. ფილმი კონკურსგარეშე იქნება წარმოდგენილი.