ხვალ, 30 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის დრამატული თეატრში
თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა ექსპერიმენტულ სცენაზე "შემოქმედებითი ორგანიზაცია "არტ ლაბორატორიისა" და "Eredeli's bar"-ის ერთობლივი პროექტის - "ამბავი ბარში" - ფარგლებში რეჟისორი გიორგი ქათამაძე პიესებს წაიკითხავს.
პროექტის მიზანია დრამატურგიის განვითარება და მისი პოპულარიზაცია. პროექტი სამი ეტაპისაგან შედგება: 1. თემა "ბარის" შესახებ პიესის შექმნა, 2. პიესების საჯარო წაკითხვა პროფესიონალი მსახიობების მიერ, 3. ყველა პიესის ერთ კრებულად გამოცემა.
პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია, მასში 9 პიესა მონაწილეობს. პიესის ავტორები არიან გიორგი უღრელიძე, გიორგი ჯოვანი, ნიკო კილაძე, გიორგი ჩხაიძე, ოთარ ქათამაძე, კაკო ძნელაძე, გიორგი ლაშა მოისწრაფიშვილი, მარიამ სალუქვაძე და ზურაბ მიქელაძე.
პროექტში გამარჯვებული პიესა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება.