ხვალ, 30 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, ახალი ეროვნული მოძრაობა "სამშობლო" და "9 აპრილის საზოგადოება" ეროვნული მოძრაობის "ახალი ტალღის" დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
გამოქვეყნდება მიმართვის ტექსტი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებისადმი.
ორგანიზატორთა განცხადებით, გაკეთდება განცხადება ა.წ. 26 და 27 მაისთან დაკავშირებით. მოხდება მხილება ფსევდოეროვნული პარტიებისა. გავრცელდება მიმართვის ტექსტი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.