საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ხელმძღვანელობის ინიციატივით, პირველად საქართველოში, აღნიშნული სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასების გამოცდები (ტესტირების სახით) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება.
1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექციის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება საინჟინრო და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეებში არსებული განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე მიიღეს.