"მე ყოვეთვის ვცდილობდი შორს ვყოფილიყავი პოლიტიკიდან, ვცდილობდი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ჩემი საქმიანობით მეკეთებინა, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა რადიო უცნობის ეთერში გადაცემა "პოლიტბიუროში" ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე, აპირებს თუი არა პოლიტიკაში წასვლას.
მისი თქმით, მომავალში მას ექნება საშუალება ისაუბროს იმაზე, თუ რა ხდება დღეს განათლების სიტემაში, რა ხდება სამინისტროში.
"პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის. ალბათ განთლების სისტემას ვერ გავცდებით, მით უმეტეს 12 წელია ამ სფეროში ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ არსამთავრობო ორგანიზაციაში განვაგრძობ ჩემს საქმიანობას", - განაცხადა მიმინოშვილმა.