"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ველინგტონში ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიურეი მაკკალის შეხვედა. შეხვედრა "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის" აღმასრულებელთა სხდმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც 80 ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიათა ლიდერები ესწრებიან. რუხაძემ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში მიდინარე მოვლენები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო 2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში ჩატარების აუცილებლობას.
გიორგი რუხაძე ახალი ზელნადიის დედაქალაქში "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის" აღმასრულებელთა სხოდმას ესწრება, რომელსაც ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი ჯონ კეი და მმართველი "ნაციონალური პარტია მასპინძლობს. ღონსიძიებს ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტთან, ასევე "ნაციონლური პარტიის" თავმჯდომარესთან.
საერთაშორის დემოკრატიული კავშირი (IDU), რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერ-პარტიული გაერთინებაა, 80-ზე მეტ მემარჯვენე და ცენტრისტული პარტიას აერთიანებს, მათ შორის, გერმანელ ქრისტიან-დემოკრატებს, ბრიტანელ კონსერვატორებსა და ამერიკელ რესპუბლიკელებს. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირის სრული წევრი 2011 წელს გახდა.