დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან სირიის საელჩოს სამ თანამშრომელს აძევებს. ასეთივე ზომის მიღებას აპირებს კანადა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანადა დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით ქვეყნიდან ყველა სირიელ დიპლომატს აძევებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნიდან სირიის ელჩების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფლებებმა უკვე მიღეს.
სირიის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც სავარაუდოდ მას ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად მიაწვდიან. ასევე დღეს საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლლანდმა განაცხადა, რომ მას ქვეყნიდან სირიის ელჩის გაძევება სურს. ელისეის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლლანდმა განმარტა, რომ ეს "დღეს ან ხვალ" მოხდება.