გერმანიის ხელისუფლებამ, საფრანგეთის კვალდაკვალ, ქვეყნიდან სირიის ელჩის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც სავარაუდოდ მას ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად მიაწვდიან.
შეგახსნებთ, რომ საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლლანდმა დღეს განაცხადა, რომ მას ქვეყნიდან სირიის ელჩის გაძევება სურს. ელისეის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლლანდმა განმარტა, რომ ეს "დღეს ან ხვალ" მოხდება.