იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი რვამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ANSA" ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები იტალიის არა მხოლოდ ჩრდილოეთ მხარეს, არამედ ცენტრალურ ნაწილშიც იგრძნობოდა. ისინი ასევე იგრძნობოიდა ავსტრიის ზოგ რაიონში.
სტიქიური უბედურების შედეგად რამდენიმე სასწავლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს ევაკუირება მოხდა. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია მრავალი შენობა და დარღვეულია სარკინიგზო მიმოსვლა. მაშველებმა სამაშველო ოპერაციის წარმოება უკვე დაიწყეს, მათ ნანგრევებიდან ადამიანები ამოჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები