დამასკოში გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანისა და სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადის მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიის ქალაქ ხულაში მოწყობილი სასაკლაო იყო, რომლის დროსაც 100 ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ათეული ბავშვვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ შეხვედრის დეტალები ჯერ ჯერობით უცნობია. ამავდროულად, გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეცწარმომადგენელთან დღესვე მოლაპარაკებების გამართვას, კერძოდ, მისთვის დარეკვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც აპირებს, იმისათვის რათა პირველწყაროდან შეიტყოს, თუ რით დასრულდა მოლაპარაკებები. ეს განცხადება თავად ლავროვმა მოსკვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.