სულ მცირე 20 სირიელი სამხედრო დაიღუპა ოპოზიციასთან შეტაკებაში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გარდა სამხედროებისა დაღუპულია ასევე ექვსი მშვიდობიანი მოსახლე და ოპოზიციის წარმომადგენლები.
სირიის სამთავრობო ჯარებმა ატარიბის რაიონზე მიიტანეს იერიში, რომელიც პროვინცია ალეპპოში მდებარეობს და თურქეთის საზღვრიდამ 18 კილომეტრითაა დაცილებული. იერიშის დროს სირიის არმია ტანკებსა და ვერტმფრენებს იყენებდა.