ისლამური რევოლუციის მოდარაჯეთა კორპუსის სამხედრო სარდალმა დაადასტურა, რომ სირიის რეჟიმს ირანის ჯარი ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული "The Guardian"- ავრცელებს.
"სირიაში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა, რომ არა იქ ადამიანებს უფრო დიდი მასშტაბებით დახოცავდნენ", _ აცხადებს სპეცდანიშნულების რაზმ "კუდსი"-ს მეთაურის მოადგილე ისმაილ გაანი.
მისივე თქმით, მანამდე ვიდრე ირანის ჯარი სირიაში ჩავიდოდა ოპოზიციის ძალები ადამიანებს დიდ მასტაბებში ხოცავდნენ.
"თუმცა, ისლამური რესპუბლიკის ფიზიკური და არაფიზიკური იქ ყოფნის პირობებში მასობრივი ხოცვა სირიაში შეჩერდა", _ აცხადებს გაანი. მან უარი განაცხადა სირიაში მყოფი ირანელი სამხედროების რაოდენობის დასახელებაზე.