სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია გურჯაანის რაიონის, სოფელ ვაზისუბანში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას თავად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტი დაახლოებით 40 კილომეტრამდე ღია საკოლექტორო ქსელის გაწმენდით სამუშაოებს ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების, ოთხი სოფლის (ვაზისუბანი, ვაქირი, ჩუმლაყი, ანაგა) - 550 კომლის სარგებლობაში არსებული 400 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გასარწყავდება.
პროექტის ფარგლებში 35 ადგილობრივი დასაქმდება. სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულება 2 თვეში იგეგმება.