ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით წარმოდგენილი კომპანია "ტექნო ბუმი" დღეიდან სპეციალურად მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ტექნიკაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ "ტექნო ბუმის" მაღაზიებში დღეიდან Sharp -ის მაცივრების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნიკის შეძენა 200 ლარამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პარალელურად, სხვა აქციებისგან განსხვავებით, 0%-იანი განვადება ამჯერად, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კვირეულში ჩართულ Sharp -ის მაცივრებზეც ვრცელდება. უპროცენტო განვადებით მომხმარებლებს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი ყველა სხვა მსოფლიო ბრენდის ტექნიკის, მათ შორის: მობილური ტელეფონების, კომპიუტერების, კონდიციონერების, ტელევიზორებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაც შეუძლიათ.
"ტექნო ბუმის" ინფორმაციით, მყიდველებს კვლავაც აქვთ შესაძლებლობა ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით ისარგებლოს.
"როგორც ყოველთვის მომხმარებელი კვლავაც დაზღვეულია ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით, რომლის ფარგლებში ყველა მომხმარებელს, ვინც"ტექნო ბუმში" ტექნიკას შეიძენს, გადაეცემა ფასის გარანტია. ერთი თვის მანძილზე სხვა ნებისმიერ ქსელში უფრო დაბალი ფასის აღმოაჩენის შემთხვევაში, მყიდველს ფასის სხვაობა უკან დაუბრუნდება"-აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ "ტექნო ბუმი" ქართულ ბაზარზე ორი წელია მოქმედებს და თბილისის გარდა, ბათუმში, გორში, ზესტაფონსა და ქუთაისშია წარმოდგენილი.