სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანია “ჩემი ოჯახის კლინიკა” ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში ქუთაისში ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრს ხსნის. “იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში” პაციენტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლონ ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურებით ერთ საავადმყოფოში. კლინიკა ფარავს სრულ ამბულატორიულ სპექტრს და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ხდება ჩაიტარონ უმაღლესი ხარისხის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები. ახლად გახსნილი სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. კლინიკაში 5 საოპერაციო ბლოკია და იგი სრულად ფარავას ქირურგიულ სპექტრს.
აღნიშნული კლინიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია 100 საწოლზე. პაციენტები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას წამყვანი პროფესორებისაგან. სულ სამედიცინო ცენტრში დასაქმებულია 300–მდე ექიმი და ექთანი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს შესაქმნელად სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ 16 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები