ბარაკ ობამას მომავალი მოწინააღმდეგე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი მიტ რომნი მხარს არ უჭერს კოფი ანანის გეგმას, რომელიც სირიაში სიტუციის დარეგულირებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის მედია ავრცელებს.
"ანანის გეგმამ, რომელსაც მხარი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაუჭირა, ბაშარ ასადს მხოლოდ და მხოლოდ მისცა იმის დამატებითი დრო, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს", _ აცხადებს რომნი.
"აშშ-მ უნდა იმუშავოს თავის პარტნიორებთან იმაზე, რომ ორგანიზება მოახდინონ სირიის ოპოზიციისა და მას იარაღი მიაწოდონ. მაშინ ოპოზიციონერები თავის დაცვას შეძლებენ", _ აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი.