ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოში ახალი კლინიკები შენდება იმისთვის, რომ ჯანდაცვა ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
"ჩვენ ვაკეთებთ ახალ კლინიკებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ვიცი მთავარი რამ: ყველა ფიქრობს იმას, "რომ დამჭირდეს ამ ახალ ას საწოლიან კლინიკაში მოხვედრა, მექნება თუ არა ფული" და ჩვენ ამიტომ ვაფართოებთ ჯანდაცვას და დაზღვევას ყველასთვის. ჩვენი ამოცანაა, მუდმივად გავაფართოვოთ ჯანდაცვა ყველასთვის", _ განაცხადა ქუთაისში სტუმრობისას თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკის გახსნისას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.