შვიდწლიანი პაუზის შემდეგ "Palestinian Airlines"-მა საქმიანობა განაახლა. ამ დროისთვის ავიაკომპანიის ფლოტი მხოლოდ ორი 48-ადგილიანი თვითმფრინავის, Fokker 50-ისგან შედგება.
აღნიშნული თვითმფრინავები ერთ დროს პალესტინელებს ნიდერლანდებისა და საუდის არაბეთის მთავრობებმა აჩუქეს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს მხოლოდ ერთი მიმართულებით (ელ-აპიშ-ომანი) ასრულებს. "პალესტინის ავიახაზების" ამოქმედების შემდეგ, ღაზას სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს ომანში გადასაფრენად, კაიროში ჩასვლა აღარ მოუწევთ.