Business Review Weekly-ის რეიტინგით, მსოფლიოს უმდიდრეს ქალად ავსტრალიელი ჯინა რაინხარტი დასახელდა. რაინხარტის ქონება 28,50 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
პლანეტის უმდიდრეს ქალად აქამდე კრისტი უოლტონი სახელდებოდა, რომელიც ჯონ უოლტერის იმპერიის Wall-Mart მემკვიდრეა და მისი ქონება 25,3 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. თუმცა ბოლო პერიოდში რაინხარტის ქონება გაიზარდა და ის პლანეტის უმდიდრეს ქალად დასახელდა.
რაინხარტიმ და უოლტონიმ ქონება მემკვიდრეობით მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, პლანეტის უმდიდრეს ადამიანად, მექსიკელი მილიარდელი კარლოს სლიმი მიიჩნევა, რომლის ქონებაც 69 მლნ დოლარადაა შეფასებული.