გერმანული კომპანია "Airbus"-ის პოპულარული თვითმფრინავების, "А320"-ის წარმოების გაზრდაზე უარს აცხადებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომპანიაში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ, რომელიც კარგადაა ასახული ავიასექტორზე.
კომპანია 2012 წლისთვის "А320"-ს წარმოებას თვეში 42 ერთეულამდე შეამცირებს. "Airbus"-ის მენეჯმენტის განმარტებით, თვეში 42 თვითმფრინავის წარმოება სრულიად საკმარისია და დანარჩენი დამოკიდებულია თავად ავიაბაზრის განვითარებაზე.