Facebook-ი, რომელსაც მსოფლიოს მაშტაბით 900 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, საკუთარი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ბაზარზე 2012 წლის ბოლომდე გამოჩნდება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სმარტფონების წარმოებისათვის Facebook-მა უკვე დაიქირავა Apple-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ახალი სმარტფონის პროგრამულ უზრუნველყოფას შეიმუშავებენ.
საკუთარი სმარტფონის შექმნა Facebook-სგან უკვე მესამე მცდელობაა. კომპანიამ სმარტფონის შექმნა ჯერ კიდევ 2010 წელს დააანონსა, თუმცა მაშინ პროექტის რეალიზება ვერ მოხერხდა. შემდგომ Facebook-მა HTC-სთან თანამშრომლობით სცადა სმარტფონის შექმნა, თუმცა უკვე მესამე ჯერზე Facebook-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ წლის ბოლომდე მსოფლიო ბაზარზე საკუთარი წარმოების სმარტფონები გამოიტანოს.