აჭარის მთავრობამ განმეორებით აუქციონზე, 30%-იანი ფასდაკლებით, ''ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის" გასხვისება ისევ ვერ მოახერხა.
ობიექტის საწყისი ღირებულება 126 ათასი ლარი იყო, თუმცა აუქციონზე ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა.
პირობების თანახმად, ობიექტის მყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში შპს ''ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის" საგადასახადო დავალიანება გადაეხადა, რომელიც 30.03.2012 წლის მდგომარეობით 44 353 ლარს შეადგენს და რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი.