ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაცია უკვე მომზადებულია და მზადაა რეალიზაციისთვის. ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ ტელეარხ "ABჩ Nეწს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არც აშშ და არც საერთაშორისო საზოგადოება არ აპირებს ირანისათვის ბირთვული იარაღის შექმნის საშუალების მიცემას", _ აცხადებს პანეტა და აღნიშნავს, რომ "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ".
პანეტა აღნიშნავს, რომ სასურველი ეს პრობლემა დიპლომატიური გზით მოგვარდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საშუალებების გამოყენება სრული მოცულობით შეუძლებელია.
"სასურველი იქნებოდა ეს პრობლემა დიპლომატიური გზით გამოყენებით მოგვარდეს და არა სამხედრო გზით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი შესაძლებლობის გამოყენება სრული მოცულობით შესაძლებელი არ არის. იგი არა მხოლოდ მხადაა, არამედ ხელმისაწვდომია კიდეც და ამისთვის ყველაფერია გაკეთებული", _ აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი.