სოხუმში მყოფმა იტალიელმა ბიზნესმენებმა იტალიურ-აფხაზური აგროსამრეწველო დაწესებულების შექმნის საკითხით დაინტერესება გამოთქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
სოხუმში მყოფ იტალიელ ბიზნესმენებს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბა შეხვდა. იტალიელი ბიზნესმენები ქალაქ პეზაროდან არიან. აფხაზური მხარის ინფორმაციით, დელეგაციას თან ახლავს იტალიაში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაურო მურჯია.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან აგროსამრეწველო შემადგენლობის "LPR" წარმომადგენლები: ტექნიკურ-ფინანსური კონსულტანტი მაურო მარჩინი, ინჟინერ-მენეჯერი ლეონარდო როსსი და იურიდიული წარმომადგენელი - ლამბერტო როსი.
"იტალიელებსა და აფხაზებს ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო - ეს უპირველეს ყოვლისა არის ადამიანები, მსგავსი მენტალიტეტი და ტემპერამენტი", _ განაცხადა ჩირიკბამ იტალიელებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ "მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარება დიდ პრობლემად რჩება.
ე.წ. მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის უწყებას "მიზნად აქვს დასახული, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ და აცნობოს მას, რომ აფხაზეთი ევროპის ნაწილია".