ევროპაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ნესტან კირთაძემ სამოქალაქო მოძრაობა ,, ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის,, ბაზაზე ბრიუსელში , ქართულ-ევროპული საერთაშორისო მოძრაობა დააფუძნა, რომელსაც ბელგიის მეფე, მისი უდიდებულესობა ალბერტ მეორე მოაწერს ხელს და მთელი სისრულით ევროპის ყველა ქვეყანაში იფუნქციონირებს.
"ეს გახლავთ უაღრესად მამაცი ნაბიჯი საქართველოს ევროპეიზაციის გზაზე", - განაცხადა ნესტან კირთაძემ ბრიუსელიდან და დააზუსტა, რომ 26 მაისს, სწორედ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს დასრულდა მოლაპარაკებები და ევროპელი ადვოკატებისაგან დაიდო სამართლებრივი დოკუმენტი, უაღრესად მაღალი საერთაშორისო რანგის ქართულ-ევროპული მოძრაობის დაფუძნების შესახებ, რომელსაც ლეგიტიმაციას ბელგიის მეფე მიანიჭებს და მისი შტაბ-ბინა ევროკავშირის დედაქალაქში განთავსდება.
,,იურიდიული პროცედურების დაწყებამდე, ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე მოვახდინე ქართულ-ევროპული საერთაშორისო მოძრაობის კონცეფციის პრეზენტაცია, რომლის ფუძემდებლური პრინციპები და დებულებები მთლიანად მიმართულია საქართველოს ევროინტეგრაციისაკენ", - აცხადებს კირთაძე.
მისი თქმით, ქართულ -ევროპული საერთაშორისო მოძრაობა იქნება ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების განმახორციელებელი და ლობი ევროპასა და მთელს მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისა და უვიზო მიმოსვლის შეთანხმების თანმიმდევრულად განხორციელებისათვის. ქართული ემიგრაციის აქტიური ჩართვისათვის სამშობლოში მიმდინარე საზოგადოებრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებში; ემიგრაციის ახალგაზრდა თაობის ინტეგრირებისათვის სამშობლოსთან; ქართული ემიგრაციის სოციალურად დაუცველი ნაწილისათვის ღირსეული პირობების შექმნას და სხვ.
"საერთაშორისო მოძრაობა დამატებით ეფექტური ინსტიტუცია გახდება აფხაზებთან და ოსებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამშვიდობო დიალოგის წარმართვისათვის ქართულ-ევროპული ფორმატით,,--- განაცხადა ნესტან კირთაძემ.
ქართულ-ევროპული საერთაშორისო მოძრაობის რეგისტრაციის ოფიციალურ დოკუმენტს ნესტან კირთაძეს უახლოეს ხანებში, ბრიუსელში შემდგომი ვიზიტის დროს გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საერთაშორისო პროექტი სამოქალაქო მოძრაობა ,,ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის ,, ლიდერმა თბილისში , ორი თვის წინ ქართული და უხოური მედიის წინაშე წარადგინა.