კოალიცია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგ აქციას ქუთაისში გამართავს. ეს განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე გააკეთა.
"7 ივნისს ქუთაისი გველოდება, ასეთი აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება და შემოდგომისთვის მთელ საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთ! ჩვენ ერთი წამითაც არ შევწყვეტთ მუშაობას. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება არც ერთი ქალაქი, არც ერთი სოფელი, ყველას შევხვდებით. ხვალიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება ჩვენი შტაბები - ყველგან, მთელს საქართველოში", - განაცხადა ივანიშვილმა.