"ჩვენი ოცნება საერთოა - ქართველების, ოსების, აფხაზების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, სომხების, რუსების, ბერძენებისა და სხვა ერების - მშვიდობიანად აღვადგინოთ ქვეყნის ერთიანობა და შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.
"ჩვენი ოცნება ისეთი ქვეყნის შექმნაა, რომლითაც იამაყებენ ჩვენი თანამედროვენი და მომავალი თაობები! ჩვენი ოცნებაა საქართველო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!
დღეიდან საქართველოში თუ საქართველოს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან მივიტანთ ჩვენს სათქმელს; ხმას მივაწვდენთ ყველას - ყველა ქალაქს, ყველა რეგიონს, ყველა სოფელს", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.