პოლიტიკურმა კოალიციამ "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე სცენის მონტაჟი დაასრულა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილზე მყოფმა კოალიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სცენის მონტაჟი დილის 5 საათზე დაიწყო და მათ ხელისშემშლელი გარემოებები შექმნიათ.
აქცია 15:00 საათზე დაიწყება. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს 14:00 საათიდან ექნებათ ინფორმაცია დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან თავისუფლების მოედნისკენ დაძრული მანიფესტანტების შესახებ.
მანიფესტანტების ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და კოალიციის სხვა ლიდერები გაუძღვებიან.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილი, დავით მაღრაძე, კახი კალაძე, ნინელი ჭანკვეტაძე და კოალიციიის სხვა წარმომადგენლები მიმართავენ.
"ქართული ოცნების" თავყრილობა თავისუფლების მოედანზე ერთი საათი გაგრძელლდება.
შეგახსნებთ, რომ დღეს 15:00 საათზე კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას იწყებს.