ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
,,მე ბიძინა ივანიშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერი 27 მაისს დღის სამ საათზე გელოდებით აქ თავისუფლების მოედანზე, რომ ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი და ყველამ ერთად ავიხდინოთ, ქართული ოცნება", _ აცხადებს კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
კოალიციის ლიდერების განცხადებით, ისინი თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანს ელიან.
აქციის მსვეელობისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია უზრუნველყოფს.