27 მაისს დაგეგმილ მანიფესტაციისთვის მზადება გამთენიისას დაიწყება. დილის ხუთ საათიდან სცენისა და სხვა ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება მოხდება.
,,მინდა გაცნობოთ, რომ 27 მაისის ღონისძიება საორგანიზაციო თვალსაზრისით, დილის ხუთ საათზე დაიწყება. დილის ხუთ საათზე დაიწყება სცენის დამონტაჟება. სცენის დამონტაჟებასთან ერთად ასეულ მეტრის რადიუსში განხორციელდება გახმოვანების დამონტაჟება", _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ყველა ტექნიკური მხარე მერიასთან შეთანხმებულია.
,,მინდა გაცნობოთ, რომ ამ ყველა საკითხთან შეთანხმებები, გაფრთხილებები, დოკუმენტაცია გაგზავნილია ქალაქ თბილისის მერიაში. მერიას თავის წარმომადგენლად ამ აქციასთან დაკავშირებით დანიშნული ჰყავს ბატონი მალხაზ კუმელაური, რომელთანაც ჩვენ გვაქვს სატელეფონო კავშირი და პირადი შეხვედრაც რამდენჯერმე გვქონდა. საპატრულო პოლიციასთანც გაგზავნილი გვაქვს წერილები და მათ იციან ჩვენი გადაადგილებისა და მარშუტის შესახებ", _ განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ძიძიგურის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ" მერისგან მიღო პირიბა, რომ 27 მაისს რუსთაველის პროსპექტი კარვებისგან თავისუფალი იქნება.
,,მინდა გითხრათ კარვები, რომელიც ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე დგას მერიის წარმომადგენლებმა და თავად ბატონმა მალხაზმაც განგვიცხადა, რომ 26 მაისის საღამოს განთავისუფლებული იქნება, რადგან ,,ქართული ოცნების" მსვლელობას ხელი არ შეეშალოს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ძიძიგურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობა სამი მიმართულების მოხდება
,,მსვლელობები, თავისუფლების მოედნის მიმართულებით სამი ადგილიდან გაიმართება: ვაკის პარკიდან, დინამოს სტადიონიდან და ავლაბრიდან, რაც გამოიწვევს მანქანების მოძრაობის შეფერხებას, რადგან ძალიან მასშტაბური და დიდი მსვლელობა იქნება. ამიტომ ჩვენი მხრიდან ყველას გვინდა ვთხოვოთ, რომ მაქსიმალურად იმ დღეს თავი შეიკავონ მანქანებით გადაადგილებისგან, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ იქნება. მინდა გაცნობოთ, რომ კოლონების, რომლებიც მოემართება ვაკის პარკიდან და დიდუბიდან ფილარმონიასთან შეერთდება და უკვე გაერთიანებული კოლონა საბოლოო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თავისუფლების მოედანზე შემოვა", _ განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე, სპეციალური მონიტორი პარლამენტის წინ განთავსდება.
,,ჩვენ პარლამენტის შენობასთან დამატებით გვქნება დამონტაჟებული გამოსახულება, სადაც საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ თვალყური ადევნონ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მოვლენებს".
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნება" 27 მაისს თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ მანიფესტაცია გეგმავს.