რუსეთი ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს "მანასის" სამხედრო ბაზიდან აშშ-ს გაძევებისთვის ქრთამს აძლევდა. ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2009 წელს რუსეთი ბაკიევს მანასის ბაზაზე დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის "გაყრისთვის" სხვადასხვა თანხებს სთავაზობდა.
"თქვენ სთავაზობდით დიდი ქრთამს ბატონ ბაკიევს, რათა მას ჩვენ ყირგიზეთიდან გავეყარეთ. ჩვენც ვთავაზობდით მას ქართამს , მაგრამ ათჯერ ნაკლებს, ვიდრე თქმენ, მაგრამ ამან არ იმუშავა", - განაცხადა მაკფოლმა.
აშშ-ის სამხედრო ავიაბაზა ბიშკეკის აეროპორტში 2001 წლიდან ფუნქციონირებს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება ყირგიზეთის მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ავღანეთის ოპერაციის სრულად დამთავრებამდე ბაზის შენარჩუნების შესახებ.