აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 5 ივნისს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა. კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა.
ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის დეტალური პროგრამა ამ დროისთვის არ ვრცელდება. თუმცა ცნობილია, რომ იგი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხელ სააკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან.
დაგეგმილია კლინტონის შეხვედრა ოპოზიციისა წარმომადგენლებთანაც. სახლმწიფო მდივანს სურვილი აქვს შეხვდეს "სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსაც", თუმცა კონკრეტულად რა სეგმენტთან გაიმართება შეხვედრა, ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.
სახელმწიფიო მდივანი განსაკუთარებულ ყურადღებას გაამახვილებს მომავალი საპარალამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლოზე. იგი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარაჭერას. ისაუბრებს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე და საქართველოს როლზე მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ ISAF-ის პროგრამაში მონაწილეობაზე.
ვიზიტის დასრულების შემდეგ ჰოლარი კლინტონი ბაქოში გაემგზავრება.