დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო გალაკონცერტი განახლებულ მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართება.
კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგება ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის დასის მიერ წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ეროვნულ-ნაციონალური პროგრამა, საქართველოს ყველა კუთხის ცეკვებით და ბევრი სიურპრიზით მაყურებლისთვის.