25 მაისს ისრაელის დაზვერვამ სირიაში აჯანყებულების მიერ მაღალჩინოსანი პირების მოწამვლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. "გაარელის" შეტყობინებით, მათ შორის იმყოფებოდა ასეფ შაუკათიც, სირიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბუშრა ასადის მეუღლე (პრეზიდენტის ბაშარ ასადის და).
აღნიშნული მონაცემების შესაბამისად, აჯანყებულებმა "შაჰაბას ბატალიონიდან" შეძლეს "ბაასის" პარტიის ხელმძღვანელის მუჰამად საიდ ბაჰტიარის დაცვის თანამშრომლის გადაბირება. რამდენიმე დღის წინ, ახლად გადაბირებულმა დაცვის თანამშრომელმა სადილზე შეკრებილ მაღალჩინოსნების საკვებში საწამლავი დაამატა. მოწამვლულთა შორის საიდ ბაჰტიარი, ასეფ შაუკათი, სირიის თავდაცვის მინისტრი დაუთ რაჯა, შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამად აშ-შაარი, ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე ჰასან თურქმანი და სირიის სპეცსამსახურის უსაფრთხოების მთავარი სამართველოს ხელმძღვანელი ხიშამ ბაჰტიარი აღმოჩნდნენ.
მედიკოსების მიერ გაწეული დროული და კვალიფიცირებული დახმარების შედეგად - არც ერთი მოწამლული პირი არ გარდაიცვალა. ისინი სუფრიდან, სადაც აჯანყების ჩახჩობის გეგმებს განიხილავდნენ, პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სირიის ოპოზიციამ თავდასხმის მცდელობაზე ჯერ კიდევ 20 მაისს განაცხადა, ხოლო ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. ადგილობრივმა ტელევიზიამ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად შაარი და თურქმანი სატელეფონო ჩართვებიც კი განახორციელა, რომლებშიც მათ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადად განაცხადეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელევიზიის წამყვანთან სატელეფონო ჩართვისას სპეციალურად დააზუსტა, რომ იგი თავისი სამუშაო კაბინეტიდან საუბრობს. ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, 20 მაისიდან მოყოლებული ზემოთ ხსენებული მაღალჩინოსნებისგან არც ერთი პირი საჯაროდ არ გამოჩენილა, რის გამოც სირიაში ჩავარდნილი თავდასხმის შესახებ ვერსიას სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს.
ისრაელის წყაროებმა დაამატეს, რომ დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც მაღალჩინონებს საკვებში საწამლავი ჩაუყარა - გაქცევა მოასწრო. ის ქვეყნიდან გაყვანილ იქნა და მას ამჟამად არაფერი არ ემუქრება.
როგორც "გაარელი" აცხადებს, ისრაელის ექპერტების განმარტებით, სირიის მაღალჩინოსანთა მოწამვლის მცდელობის ფაქტი, ამტკიცებს, რომ სირიის აჯანყება ახალ, აქამდე უნახავ დონეს მიაღწია. გარდა ამისა, აჯანყებულებს შესწევთ უნარი, ბაშარ ასადის უახლოსი პირების წრეში შეღწევის, ხოლო თუკი მცედლობა წარმატებით დასრულდებოდა - სირიის რეჟიმს სერიოზული ზიანი მიადგებოდა.
აჯანყება სირიაში უკვე 14 თვეა მიმდინარეობს. აღნიშნულ პერიოდში აჯანყებულებს და მთავრობას შორის შეტაკებებს 12 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.