აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველომ ბევრ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა რჩება საკითხები სადაც პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.
"მსურს ხაზი გაუსვა ზოგიერთ იმ სფეროს, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს 2011 წელს მიაღწია. მათ შორის არის: საერთაშორისო სტანდარტებით ახალი ციხეების აგება, ზოგიერთი დანაშაულისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება და რელიგიური უმცირესობებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით. ვხედავთ ისეთ სფეროებსაც, სადაც მეტი პროგრესია საჭირო. ეს ხდება საქართველოში ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერის კონტექსტში, ვინც მიუხედავად იმისა, მუშაობს მთავრობაში, თუ სხვა ორგანიზაციაში იღებს ვალდებულებას, დაიცვას და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებს", _ აცხადებს ჯონ ბასი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერზე.
შეგახსენებთ: შშ-ის საელჩომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გაავრცელა.