ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა ირანის მიწისქვეშა საწარმო "ფორდუში" ისეთი ურანის ნიშნები აღმოაჩინა, რომელიც 27 %-ითაა გამდიდრებული. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება თეირანის მიერ ადრე გაცხადებულ პროცენტულ დონეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ვენაში არსებულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბბინაა განლაგენული.
წყაროს ინფორმაციით, საუბარი მიწისქვეშა საწარმო "ფორდუზე", სადაც ოფიციალურად მიდის ურანის 20 %-მდე გამდიდრების სამუშაო.
წყარო ასევე აცხადებს, რომ ნაპოვნი არ ადასტურებს იმას, რომ ირანი მალულად ამდიდრებს ბირთვულ მასალებს. სავარაუდოდ, საწარმოში ტექნიკური შეცდომა დაუშვეს ცენტრიფუგების გადანაწილებისას.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტები ამ ინციდენტის გამოძიებას ჩაატარებენ. "ასოშიეიტედ პრესი" ასევე იუწყება, რომ 27 % ით გამდიდრებული ურანის კვალის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად იქნება ჩართული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საიდუმლო ანგარიშში, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნება. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ ამჯამად "ფორდუში" დაახლოები 700-მდე ცენტრიფუგა და 20 % მდე გამდიდრებული ურანია. ასევე იქ არის 350 ცენტრიფუგა არასამუშაო მდგომარეობაში.