ბრიტანულმა კომპანია British Petroleum-მა Nabucco-ს პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. BP-ის ხელმძღვანელის, იან კონის განმარტებით, კომპანია აღარ განიხილავს Nabucco-ს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მთავარ ალტერნატივად.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, Nabucco-ს მშენებლობა, რომლითაც კასპიის რეგიონიდან გაზის ტრანსპორტირება ახლო აღმოსავლეთში უნდა განხორციელდეს, შესაძლოა, 2015 წელს დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ Nabucco-ს კონსროციუმიში გაერთიანებულნი იყვნენ თურქული კომპანია Botas, Bulgarian Energy Holding, უნგრული MOL PLC, ავსტრიული OMV Gas&Power, GmbH გერმანული RWE და რუმინული Transgaz. თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, პროექტი უნგრულმა კომპანიამ უკვე დატოვა.
Nabucco-ს პროექტი ითვალისწინებს კასპიური გაზის ევროპაში მოხვედრასც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერულის გაზსადენის გაგრძელება გახდება და, ყოველწლიურად, 20-30 მლრდ კუბური მეტრის გაზის გატარებას უზრუნველყოფს.