ექვსმა მოსკოველმა პოლიციელმა 6 მაისს ბოლოტნაიას მოედანზე "მილიონიანი მარშზე" საზოგადოებრივი წესრიგის დროს დაცვის დროს მიღებული ტრავმებისთვის დედაქალაქში ბინები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია მოსკოვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მათ ბინების ორდერები მოსკოვის მთავრობის სახელით გადასცეს.
"მოსკოვის მთავრობის გადაწყვტილებით, "ომონის" ოთხ თანამშრომელს და ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ორ თანამშრომელს ბინების ორდერები გადასცეს", _ ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.