სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმოსავლეთ საქართველოში კალიების წინააღმდეგ 2435 ჰა ფართობი დაამუშავა. ამჟამად იტალიური კალიის, მაროკოული კალიისა და კუტკალიების წინააღმდეგ წამლობა გრძელდება კახეთის რეგიონში.
ამ ეტაპზე კახეთში - ახმეტის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე დამუშავებულია 1765 ჰა დაზიანებული ფართობი. ქვემო ქართლში - მარნეულისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში - 400 ჰა ფართობი, შიდა ქართლში - ქარელის მინიციპალიტეტში - 270 ჰა.
აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ხორციელდება.