ედინბურგში შოტლანდიის დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
ამ კამპანიას სტარტი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონმა შოტლანდიელი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, ბიზნესმენებისა და ცნობილი ადაიანების წინაშე პირადად მისცა.
კამპანიის მიზანია - "კი შოტლანდიას" - დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად შეაგროვოს ერთი მილიონი ხელმოწერა რეფერენდუმამდე, რომლის ჩატარებასაც შოტლანდიის ხელისუფლება 2014 წლის შემოდგომაზე აპირებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თავისი არსი ამ რეფერენდუმის საპირისპირო კამპანია, რომელიც შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოების შემადგენლობაში ყოფნას უჭერს მხარს.
ამ დროისათვის შოტლანდიას, რომელსაც სახელმწიფო მმართველობის რიგ სფეროებში ავტონომია და ცენტრალური ხელისუფლება ლონდონში აქვს, აგრძელებს მოსალოდნელი რეფერენდუმის ასკვანძო პარამეტრების შეთანხმებას, მათ შორკს ვადება. მონაწილეთა მინიმალურ ასაკს და საკითხის ფორმულირებას, რომელიც პლებისციტზე უნდა გამოვიდეს.
შოტლანდიამ შეზღუდული ავტონომია 1997 წლის დევოლუციის პროცესის შედეგად მიიღო. 1999 წლიდან შოტლანდიაში მოქმედებს საკუთარი პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება. თუმცა მათი უფლებამოსილება შემოფარგლულია ძირითადად განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, ბუნების დაცვისა და რიგი სხვა სფეროებით. შოტლანდიას ასვეე ტრადიციულად აქვს საკუთარი სასამართლო სისტემა.