კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებას" არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის 27 მაისს დაგეგმილ მანიფესტაციაზე მოსაწვევი არ გაუგზავნიათ. თუმცა ძიძიგურის განცხადებით, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კოალიციის მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციას შეუერთდებიან, ნიშნავს იმას რომ ისინი ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან.
,,მოსაწვევები არცერთი პარტიისთვის არ გაგვიგზავნია, რადგან ეს არის ჩვენი კოალიციის საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ეს არის ღონისძიება, რომელიც ტარდება კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერებისა და მხარდამჭერების მონაწილეობით", _ ჟურნალისტებთან ძიძიგურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 27 მაისის მანიფესტაციას შეუერთდებიან ნიშნავს იმას, რომ ისინი ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან.
,,მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ეს ღონისძიება არის კოალიცია ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება და ორგანიზება გავუკეთეთ იმას, რომ 27-ში ჩვენი მხარდამჭერები მოსულიყვნენ. თუკი რომელიმე პარტია აქ მოდის ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან და ამას მხოლოდ მივესალმები.
შეგახსენებთ: პოლიტიკური პარტია ,,საქართველოს გზა- სალომე ზურაბიშვილი" და ,,მწვანეთა პარტიამ" განაცხადეს, რომ ისისნი 27 მაისს ,,ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციას უერთდებიან.