გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსწავლეებთან შეხვედრისას, რუკაზე ბერლინი ვერ იპოვა. ერთ-ერთი საერთაშორისო ევროპული სკოლის მოსწავლეებმა ანგელა მერკელი ღია გაკვეთილზე მიიწვიეს, სადაც მიგრანტების პრობლემებზე იყო საუბარი.
მოსწავლეებმა რუკაზე კანცლერს საკუთარი და მათი მშობლების დაბადების ადგილები უჩვენეს და კანცლერს საკუთარი დაბადების ადგილის ჩვენებაც სთხოვეს. ანგელა მერკელმა თავდაპირველად გადაწყვიტა ბერლინის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, მაგრამ შედეგად მან რუსეთის ტერიტორიაზე მიუთითა.
უნდა აღინიშნოს, რომ რუკა იყო კონტურული და მასზე საზღვრები ფაქტობრივად დატანილი არ იყო.