აშშ-ს შტატ ორეგონში ხუთსულიანი (მამა, დედა და მათი სამი ქალიშვილი) რუსული ოჯახი ამოწყვიტეს. 27 წლის ოჯახის უფროსის ნიკოლაი ლაზუკინის ცხედარს პოლიციელებმა სახლიდან დაახლოებით130 კმ-ის დაცილებით, ავტომობილში მიაგნეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. იმავდროულად, ლაზურკინების საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის გამო მეზობლების მიერ გამოძახებული მეხანძრეები ცეცხლს აქორობდნენ. მათ ცეცხლმოკიდებული სახლიდან 26 წლის ნატალია ლაზუკინას, 3 წლის ანჟელიკას, 1 წლის ზოიას და 4 თვის სოფის ცხედრები გამოიტანეს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნატალია და მისი ორი უფროსი ქალიშვილი დახვრეტილები არიან, ხოლო რაც შეეხება 4 თვის სოფის, იგი ასფიქსიით გაიგუდა.
"The Washington Post"-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით ამ შემთხვევაში საქმე ეხება მკვლელობას, ხოლო ამის შემდეგ განხორციელებულ თვითმკვლელობას. პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ ნიკოლაი ლაზუკინმა ჯერ ცოლშვილი დახოცა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. მართალია არც ქალაქის ხელისუფლება და არც პოლიცია ჯერ ჯერობით ზუსტად მკვლელობის მიზეზებზე არ თუმცა, ოჯახის უფროსმა რომ თავი მოიკლა ამას სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა ადასტურებს.
ამავე დროს შტატ ორეგონის მახლობლად მდებარე ქალაქ სალემის რუსულ სათვისტომოში, სადაც ლაზუკინების ოჯახს ძალიან კარგად იცნობდნენ აცხადებენ, რომ მას არ სჯერათ იმ ვერსიის, რომლის მიხედვითაც ოჯახის უფროსმა ჯერ ოჯახი დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა. რუსული სათვისტომოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს ძალიან კარგი ოჯახი იყო, ისინი ყოველ კვირას მართლმადიდებლურ ტაძარში წირვაზე დადიოდნენ და მათ ბევრი მეგობარი ჰყავდათ. ოჯახის უფროსს კი თავის ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა.