"ქრისტიან-დემოკრატებს" საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერების შეგროვების უფლება აქვთ. არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, ბიურომ დღეს გამართულ სხდომაზე დაარეგისტრირა.
საკითხი შეეხება "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას, რომლითაც ისინი თანამდებობეზე ამორალური პირების დანიშვნისა და ერთსქესიანთა შორის ქორწინების აკრძალვებზე კონსტიტუციურ გარანტიებს ითხოვენ. მათი ინიციატივა ტრადიციული რელიგიურ-მორალური ღირებულებების დასაცავად კონსტიტუციაში 5 ძირითადი ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
აღნიშნულ ინიციატვაზე "ქრისტიან-დემოკრატები" 200 000 ხელმოწერას 4 თვის მანძილზე შეაგროვებენ, რის შემდეგაც მას პარლამენტს წარუდგენენ.