კოალიცია გმობს „ქართული ოცნების" ასპინძის შტაბის ხელმძღვანელ ტარიელ ივანიშვილზე თავდასხმის ფაქტს და განცხადებას ავრცელებს.
"კოალიცია გმობს „ქართული ოცნების" ასპინძის შტაბის ხელმძღვანელ ტარიელ ივანიშვილზე თავდასხმის ფაქტს და იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც შსს-მ ააგორა ჩვენი შტაბის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
ტარიელ ივანიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ამჟამად დაკავებულია მოქალაქე გელა მურადაშვილი. ქართული ოცნება მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ, ხოლო ე. წ. სამთავრობო არხების ჟურნალისტებს - თავი შეიკავონ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ამას კრძალავს როგორც კანონი "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე ელექტრონული მედიის შესახებ ეთიკური სტანდარტები და სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი.
„ქართული ოცნება" არასდროს შეუშინდება მსგავსი ტიპის პროვოკაციებს და კვლავაც გააგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში ვითარების გამოსწორებისა და სამართლიანობის დამკვიდრებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.