მოსკოველი სამართალდამცავები შეიარაღებულ ბოროტმოქმედს ეძებენ, რომელმაც დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში ორი ჩრდილოკავკასიელს ცეცხლი გაუხსნა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიწვანეს, თუმცა ერთი მათგანი 20 წლის შამილ იჩალოვი მიღებული ჭრილობებისგან მალევე გარდაიცვალა. ამავდროულად გაირკვა, რომ მეორე დაჭრილი 22 წლის მურთუზ ხაჩილაევი რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის ნადირშაჰ ხაჩილაევის ვაჟი იყო. თავად ნადირშაჰი თავის დროზე პროკურატურამ დაღესტნელი ექსტრემისტების ლიდერად აღიარა. იგი ცხრა წლის წინ მოკლეს.
რუსი სამართალდამცავებისათვის ზუსტად ჯერ ჯერობით უცნობია ადგილი სადაც ეს დანაშაული მოხდა. ხოლო რაც შეეხება ინციდენტის მიზეზს, სამართალდამცავები ვადაუდობენ, რომ დაღესტნელებს შორის კრიმინალური გარჩევა გაიმართა. ფქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამჟამად მურთუზ ხაჩილაევი მძიმე მდგომარეობაშია და მას ჩვენების მიცემის საშუალება არ აქვს.